ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
«ჭეშმარიტად უსაზღვროა სამყარო და რუსული პრიპაგანდის ურცხვობა. კრემლის საინფორმაციო სივრცე აღშფოთებულია იმით,რომ პრეზიდენტმა ტრამპმა სცნო მანამდე ოკუპირებული დე-იურე სირიის კუთვნილი გოლანის მაღლობები ისრაელის საკუთრებად. იმას კი არ იხსენებენ,რომ თვითონ მოსკოვმა და სირიამ ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მთლად დაუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარეს. ასეა, ბიბლია ხომ ამბობს რომ არასოდეს გაუკეთო სხვას ის რასაც საკუთარ თავს არ უსურვებდი. შექმნილ ვითარებაში საქართველომ სასწრაფოდ უნდა მოითხოვოს სირიისგან სოხუმ-ცხინვალის აღიარებაზე მიღებული აქტების გაუქმება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუყოვნებლივ დასადასტურებელია გოლანის ტერიტორიათა ისრაელის კუთვნილებად გამოცხადება.მერე ისწავლიან ჭკუას.»-წერს შალვა ნათელაშვილი