საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასის ბიოგრაფია:
დიეგო კოლასი, ღირსების ეროვნული ორდენის კავალერი, ადმინისტრაციის ეროვნული სკოლის კურსდამთავრებულია. იგი, ასევე, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტეის (შეერთებული შტატები) დიპლომატიური სამსახურის ბაკალავრის ხარისხისა და პარიზის პოლიტიკური სწავლების ინსტიტუტის დიპლომის მფლობელია.
საქართველოში საფრანგეთის ელჩად დანიშვნამდე, მას, 2016 წლიდან, საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა, ხოლო 2012-დან 2016 წლამდე, ევროკავშირის სამართლისა და საერთაშორისო ეკონომიკური სამართლის დარგში დირექტორის მოადგილის პოსტი.
დიპლომატიური კარიერის მანძილზე, იგი ასევე იყო დესპანი საფრანგეთის საელჩოში ალჟირში, ხოლო მანამდე ეკავა პირველი მდივნის პოზიცია საფრანგეთის საელჩოში ლონდონში. 2002 – 2004 წლებში, ის იყო ქ-ნი ნოელ ლენუარის, ევროპულ საქმეთა რწმუნებული მინისტრის აპარატის მრჩეველი.