მსოფლიოში

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს პატიმრობა ემუქრება

საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის თაღლითობის მუხლით გაასამართლებან – ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

მას, 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დაფინანსებისას თაღლითობაში ადანაშაულებენ. სარკოზიმ წინასაარჩევნო კამპანიაში ყალბი ინვოისების გამოყენებით 43 მილიონი ევრო დახარჯა, რაც კანონით დაწესებულ ლიმიტს ორჯერ აღემატება.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სარკოზის ერთწლიანი პატიმრობა ემუქრება. ამასთან, მას 3 750 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებას უარყოფს და ამტკიცებს, რომ თაღლითობის შესახებ არაფერი იცოდა. სასამართლო პროცესის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

შვეიცარიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეს

ჯანმო ევროკავშირს ვაქცინის ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების გამოა კრიტიკებს

ევროვიზია წელს ჩატარდება

დატოვე კომენტარი