საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მიღებული ოქროს მედალი გაყიდა

0
245

საფრანგეთის ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა აუქციონზე, გასაყიდად გამოიტანა ოქროს მედალი, რომელიც მან რუსეთში 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Le Soir ავრცელებს.

მოთამაშის სახელი, რომელმაც გადაწყვიტა აუქციონზე ოქროს მედლის გასაყიდად გამოტანა, პირადი მოთხოვნის საფუძველზე არ არის ცნობილი. სპორტსმენმა შეძლო თითქმის 66 ათასი ევროს მოგება. იმავე აუქციონზე ასევე გაიყიდა 1994 და 2002 წლების მსოფლიო ჩემპიონატების ოქროს მედლებიც. ორივე ტურნირის გამარჯვებული ბრაზილიის ეროვნული ნაკრები იყო. ჯილდოებისთვის, შესაბამისად, 44 და 46 ათასი ევრო მიიღეს ჯილდოების მფლობელებმა.

გარდა ამისა, იანვარში დაღუპული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის პირადი ნივთებიც იქნა აუქციონზე გამოტანილი. მათი ასორტიმენტზე ინფორმაცია არ ვრცელდება, მაგრამ ცნობილია, რომ მთლიანი შემოსავალი 185 ათასი ევრო იყო.

17 მაისს აუქციონზე რეკორდულად, $ 560 ათასი დოლარად (513 ათასი ევრო) გაიყიდა ამერიკელი კალათბურთელის მაიკლ ჯორდანის ბოტასები.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ