საინტერესო

”საფლავში ის მარტო არ არის”. ეპისკოპოსთან ერთად დაკრძალეს მისი შვილიშვილის ემბრიონი

მე -17 საუკუნის შვედეთის ეპისკოპოსის კუბოში ნაპოვნი მუმიფიცირებული ემბრიონი, სავარაუდოდ, მისი შვილიშვილი იყო, ამბობენ მეცნიერები.

ჩვილის პატარა სხეული 2015 წელს იპოვნეს მე -17 საუკუნის გავლენიანი თეოლოგის, ლუნდის ეპისკოპოს პედერ უინსტრუპის ფეხებთან.

2015 წელს უინსტრუპის საფლავი საძვალედან ლუნდის საკათედრო ტაძრის ერთ-ერთ კოშკში გადაიტანეს.

ლუნდის უნივერსიტეტის ისტორიის მუზეუმის მეცნიერებმა გამოიყენეს შესაძლებლობა და შეისწავლეს მუმიფიცირებული ნეშტი, რომელიც მათი დროის ერთ – ერთ საუკეთესოდ შემონახულ სხეულად ითვლება.

მათ კუბო მოათავსეს CT სკანერში და დაადგინეს, რომ ეპისკოპოსი მარტო არ იყო. «მასთან არის თანმხლები, პატარა ბავშვი, ხუთი ან ექვსი კვირის ემბრიონი, რომელიც სავარაუდოდ ვიღაცამ დამალა კუბოს ძირას. იქნებ ისინი რაღაცნაირად იყვნენ დაკავშირებული», — თქვა მუზეუმის ხელმძღვანელმა პერ კარსტენმა. , 2015 წელს.

აპრილში, ლუნდისა და სტოკჰოლმის მეცნიერთა ჯგუფმა გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ნათქვამია, რომ დადგინდა ნათესავური კავშირი ეპისკოპოსსა და ემბრიონს შორის.

ორივე სხეულიდან დნმ-ის აღებით, მეცნიერებმა 25% -იანი თანხვედრა აღმოაჩინეს. ეს ნიშნავს, რომ მათ შორის არის მეორე ხარისხის ნათესაობა: ბიძა და ძმისშვილი, ბიძაშვილები, ძმები, ერთ საერთო მშობელთან ერთად. ასაკობრივი სხვაობის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, ისინი ბაბუა და შვილიშვილი არიან, ამბობენ მეცნიერები.

ქრომოსომის ანალიზით ასევე დადგინდა, რომ ემბრიონი ეპისკოპოსის ერთადერთი ვაჟის შვილია. სხეულები არ ემთხვეოდა მიტოქონდრიულ დნმ-ს, რომელიც დედისგან გადადის. მაგრამ Y ქრომოსომა, რომელიც მამისგან გადაეცემა, დაემთხვა.

ეპისკოპოს უინსტრუპს ჰყავდა ერთი ვაჟი, რომელიც სრულწლოვანებამდე იცოცხლა — პედერ პედერსენ უინსტრუპი. იგი დაქორწინებული იყო კეთილშობილ ქალზე, რომელმაც მამამისისგან მემკვიდრეობით მიიღო მიწები, მაგრამ ე.წ. შეკვეცების პერიოდში, როდესაც გვირგვინმა (მეფემ) დიდგვაროვნებს მიწა წაართვა, უინსტრუპ უმცროსმა დაკარგა ქონება და სიცოცხლის ბოლო გაატარა სიღარიბეში. ითვლებოდა, რომ მას ვაჟები არ ჰყავდა.

წყარო:  BBC

Loading…

მსგავსი პოსტები

ადამიანი მარსზე 6 წლის მერე გაფრინდება

Joni Kvaracxelia

ამ ფოტოზე — 1 დედა და მისი 69 შვილი

Joni Kvaracxelia

ტრამვაის ყველაზე გრძელი ხაზი მსოფლიოში

დატოვე კომენტარი