განცხადებები

«საფლავზე მხოლოდ სანთელი ავანთოთ და წითელი კვერცხი გავაგოროთ, ნუ გავმართავთ სუფრებს»-ამირან გამყრელიძე

«ყველამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ პანდემიის დაძლევაში მხოლოდ ეს ხუთი საშუალება დაგვეხმარება: პირველი – ეს არის პირბადის უნივერსალური ტარება ყველგან – ღია თუ დახურულ სივრცეში; მეორე – დისტანციის დაცვა; მესამე – სანიტარული წესრიგის დაცვა ყველგან; მეოთხე ძალიან მთავარი და სპეციფიური ჩვენთვის – დიდი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება, ყველანაირი საბედნიერო და სამწუხარო სუფრების გამართვა უნდა გადავდოთ გვერდზე. მოგეხსენებათ, აპრილის ბოლოს, მაისის დასაწყისში ყველაზე დიდი დღესასწაული – აღდგომა ახლოვდება. ამიტომ, ძალიან მოკრძალებულად უნდა ვეცადოთ ამ დღესასწაულის აღნიშვნას.

აღდგომის შემდგომ, ბრწყინვალე შვიდეულში, საფლავზე მხოლოდ სანთელი ავანთოთ და წითელი კვერცხი გავაგოროთ, ნუ გავმართავთ სუფრებს, ქეიფებს. რაც შეეხება მეხუთე საშუალებას, რომელიც დღეს მთავარი თემაა – ეს არის აცრების პროცესის ინტენსიფიკაცი»-ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

Loading…

მსგავსი პოსტები

ჯეიმს აპატურაი ფეისბუქში სპეციალურ სტატუსს აქვეყნებს

«ყველა ოჯახს დავურიგებთ საბრძოლო იარაღს და ყველა დავიცავთ ჩვენს ტერიტორიას»-ალექსანდრე ლუკაშენკო

სალომე ზურაბიშვილის თქმით ის უკვე საფრანგეთის მოქალაქე აღარ არის

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი