სპორტი

საფეხბურთო სამყარო ცრემლებში — დიოგო ჟოტას და მისი ძმის უკანასკნელი გზა

დიოგო ჟოტა და მისი ძმა ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ — საფეხბურთო სამყარო გლოვობს

28 წლის «ლივერპულის» თავდამსხმელი დიოგო ჟოტა და მისი 25 წლის ძმა, ანდრე სილვა, ტრაგიკულად დაიღუპნენ ესპანეთში მომხდარ ავტოკატასტროფაში მიმდინარე კვირის დასაწყისში. ამ საშინელმა ამბავმა შეძრა საფეხბურთო საზოგადოება მთელ მსოფლიოში.

დიოგო ჟოტა ქორწინებაში იმყოფებოდა რუთე კარდოზოსთან, რომელთანაც სამი პატარა შვილი ჰყავდა. ისინი სულ რაღაც ორი კვირის წინ დაქორწინდნენ. გავრცელებულ ფოტოებზე რუთე ტირილით ეხუტება სამგლოვიარო ცერემონიაზე მოსულ ხალხს, რომლებიც ტაძარში შეკრებილნი იმ წუთებში თანაუგრძნობდნენ ოჯახის ტრაგედიას.

მეგობრები, გულშემატკივრები, ფეხბურთელები და მწვრთნელები საპატიო ჟესტებით გამოეხმაურნენ დაღუპულთა ხსოვნას. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრეს «ლივერპულის» კაპიტანმა ვირჯილ ვან დეიკმა და მარცხენა მცველმა ენდი რობერტსონმა, რომლებმაც ძმების პატივსაცემად წითელი ყვავილების თაიგულები მიიტანეს. ყვავილები სიმბოლურად ფეხბურთის მაისურების ფორმით იყო გაფორმებული — თითოეული ძმის სახელით.

სოციალურ ქსელებში ათასობით ადამიანი გამოთქვამს გულწრფელ მწუხარებას და მადლობას დიოგო ჟოტას არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელს, არამედ როგორც მეგობარს, მამას და ღირსეულ ადამიანს.

გთავაზობთ პოლიციის პირველ საგანგებო განცხადებას მომხდართან დაკავშირებით:

«ინფორმაცია, რომელი ჯერ-ჯერობით გვაქვს ასეთია — მანქანას, რომელიც ლამბორჯინი იყო, გზაზე მოძრაობისას საბურავი გასუკდა.

ეს დაახლოებით 00:30 საათზე კერნადილიას მუნიციპალიტეტში მოხდა.

მანქანას ცეცხლი წაეკიდა და შიგნით მჯომი ორი ადამიანი გარდაიცვალა.», — ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

ბჟენისა და იმპლანტების დრო დასრულდა? მეცნიერები კბილებს თავად ზრდიან

ადრიანო ჩელენტანოს ოჯახური საიდუმლოები

Joni Kvaracxelia

კრიშტიანუ რონალდუს ახალმა კონტრაქტმა ყველა რეკორდი მოხსნა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი