საუდის არაბეთი აშშ-ისგან 500 მილიონ დოლარად Paveway-ის ტიპის მართვად ავიაბომბებს ყიდულობს

0
151

საუდის არაბეთი აშშ-ისგან 500 მილიონ დოლარად Paveway-ის ტიპის მართვად ავიაბომბებს ყიდულობს. ინფორმაცია ამის შესახებ ამერიკულ მედიაში გამოჩნდა. ვაშინგტონმა უკვე შეატყობინა კონგრესს, რომ ერ-რიადისთვის კომპანია Raytheon-ის მიერ წარმოებული 7,5 ათასი ავიაბომბის გაყიდვას გეგმავს. მანამდე, 2019 წელს საუდის არაბეთმა მსგავსი ტიპის 60 ათასი ბომბი შეიძინა. ამასთან ერთად, აშშ-ს საუდის არაბეთში Paveway-ის ნაწილების წარმოების გაფართოება სურს, რაც დამატებით 106 მილიონი დოლარის ღირებულების შეიარაღებას შექმნის.

თამარ ქუთათელაძე

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ