საუდის არაბეთის მთავრობამ მორწმუნეებს მეჩეთში ლოცვის უფლება დართეს

0
61

საუდის არაბეთის მთავრობამ მოსახლეობას უფლება მისცა, მუსლიმებისთვის ერთ-ერთ ყველაზე წმინდა მეჩეთში, მასჯიდ ალ-ჰარამში ილოცონ.

მეჩეთი მარტში, ახალი კორონავირუსის პანდემიის გავრცელების პრევენციისთვის დაიხურა.

ოქტომბრის დასაწყისში ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოქალაქეებს მექასა და მედინაში მოლოცვის, უმრას (მცირე ჰაჯჯი) უფლება მისცა. მუსლიმებს ამის უფლება 6 თვის განმავლობაში არ ჰქონდათ.

paqtebi.ge

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ