თბილისში, ვარკეთილში სუხიშვილის ქუჩაზე, 310-ე კორპუსთან მდებარე “ლიბერთი ბანკის” ფილიალი დააყაჩაღეს.
როგორც “რუსთავი2”-ის ინფორმაციით ირკვევა, ისმოდა სროლის ხმა, დაჭრილია ერთი ადამიანი.
ადგილზე უპრეცედენტო რაოდენობის სამართალდამცავებია მობილიზებული, პოლიციის მიერ ტერიტორიის დიდი ნაწილი შემოღობილია ლენტით.
დაშავებულია “ლიბერთი ბანკის” 2 თანამშრომელი, ერთ-ერთს თავში ბლაგვი საგნით აქვს დაზიანება მიყენებული.
ყაჩაღებმა ბანკში ხელნაკეთი ე.წ დიმაუშკა შეაგდეს.
ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაცია უცნობია.
https://www.facebook.com/rustavi2/videos/431669304286496/
Loading…
