სასულიერო პირებს შორის, მიწის გამო დაწყებული დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა – ძამას ხეობაში, მამები ერთმანეთს სასტიკად გაუსწორდნენ.
ვითარება ხეობაში გუშინ, 31 მარტს საღამოს დაიძაბა, შეხლა-შემოხლის დროს დაშავდა და დაიჭრა რამდენიმე პირი. ფაქტის ამსახველი ვიდეო კი “მთავარმა” ექსკლუზიურად მოიპოვა.
დაპირისპირების მიზეზი მიწაა, სადაც დგას სახლი, რომელშიც მღვდელი პაესი ცხოვრობს. მან სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა, ის ძალადობისთვისაა ნასამართლევი. მღვდელ პაეს ცოტა ხნის წინ შატბერის მონასტრის წინამძღვარმა, მამა დამიანემ მოსთხოვა, რომ მონასტერი დატოვეს, რადგან ის საეკლესიო წესებს არ ემორჩილებოდა. ამაზე მამა პაესმა უარი განაცხადა, კონფლიქტის დროს 2 მათგანი დაშავდა.
წყარო: “მთავარ არხი”
Loading…
