კრიმინალი

სასტიკი მკვლელობა საგარეჯოში- 85 წლის მამაკაცმა შვილი, რძალი და 2 მეზობელი მოკლა

არსებული ინფორმაციით სასტიკი მკვლელობა მოხდა  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყანდაურაში, სადაც 85 წლის მამაკაცმა შვილი, რძალი და ორი მეზობელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. დაჭრილია ცოლიც, რომელსაც სამედიცინო დახმარება უტარდება.

აღნიშნული შემთხვევა დილით მოხდა.

სავარაუდოდ მკვლელობა ოჯახურ კონფლიქტს უკავშირდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო, როგორც ცნობილია განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა მამაკაცი უკვე დააკავეს.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

მკვლელობა გორში

ალექსეი ნავალნის ორგანიზმში „ნოვიჩოკის“ ჯგუფის პრეპარატის არსეობა საფრანგეთისა და შვედეთის ლაბორატორიებმა დაადასტურეს

77-ე სკოლაში 11-ე კლასელი ბიჭი სასტიკად სცემეს (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი