სარაკეტო იერიში ერაყში

0
342

ერაყში, ბაღდადის მახლობლად მდებარე სამხედრო ბაზაზე სარაკეტო იერიში განხორციელდა.

ბისმაიას ბაზაზე 4 რაკეტა დაეცა. სარაკეტო იერიშის შედეგად არავინ დაშავებულა, ბაზას მხოლოდ მატერიალური ზარალი მიადგა.

რამდენიმე დღის წინ ოპერაცია „ურყევი სიმტკიცის“ მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა კენეტ ეკმანმა განაცხადა, რომ 25 მაისს ბისმაიას ბაზაზე კონტროლს ერაყელ სამხედროებს გადასცემდნენ. მანამდე ბაზაზე ესპანელი სამხედროები იყვნენ დისლოცირებულები, რომლებიც ერაყელ ჯარისკაცებს წვრთნიდნენ.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ