სანდრა რულოვსმა დღეს გაერთიანებულ ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საპროტესტო ტალღა დაიწყება და მთელი საზოგადოება ღიად დააფიქსირებს თავის პოზიციას.
«ჩვენ მოვითხოვთ მის (ბიძინა ივანიშვილის) წასვლას ამ ქვეყნიდან, უნდა დაგვანებოს თავი, იმიტომ, რომ მისი მოქმედება, მისი ე.წ. მმართველობა არის ყველასთვის ყველანაირ ზღვარს გადასული. ჩვენ ივანიშვილს აღარ უნდა ჩავატარებინოთ არჩევნები, არ შეუძლია, არ ატარებს არჩევნებს. ამიტომ, ჩვენ ყველა უნდა დავირაზმოთ, არ დავტოვებ არცერთ ქუჩას, სოფელს, ყველანი ერთად ხელიხელჩაკიდებულები უნდა მივიდეთ თბილისამდე და მოვიშოროთ ივანიშვილი. საპროტესტო ტალღა უკვე დაწყებულია და ჩვენ ჩვენს მეგობრებთან ერთად, მთელ გუნდთან ერთად ჩამოვყალიბდებით, რომელი რეგიონებიდან დავიწყებთ, მაგრამ ყველგან ვიქნებით და ხალხის ძალას ვაჩვენებთ ივანიშვილს, რადგან არჩევნები ამ ქვეყანაში არ ტარდება და ივანიშვილის გარეშე უნდა გავაგრძელო ამ ქვეყნის გადარჩენა და აღმშენებლობა,» — განაცხადა სანდრა რულოვსმა.