მსოფლიოში

საპროტესტო აქციები ტაილანდში

ტაილანდის დედაქალაქში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით ათასობით ადამიანი შეიკრიბა.

შეგახსენებთ რომ რამდენიმე დღიდ წინ პოლიციამ საპროტესტო აქციის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. გასულ კვირაში შეიზღუდა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება და აიკრძალა პოლიტიკური მიზნით ხუთზე მეტი პირის შეკრება, თუმცა დღეს ბანგკოკში დემონსტრანტებმა აქცია მაინც გამართეს. ქვეყანაში საპროტესტო ტალღა უკვე სამი თვეა, გრძელდება.

დემონსტრანტები ტაილანდის პრემიერ-მინისტრის, პრაიუთ ჩან-ოჩას გადადგომას ითხოვენ. მათი თქმით, პრემიერ-მინისტრმა გასული წლის არჩევნები გააყალბა, რათა 2014 წლის სამხედრო გადატრიელბის შედეგად მიღებული ძალაუფლება შეენარჩუნებინა. ჩან-ოჩა ამ ბრალდებას უარყოფს.

წყარო: hrw.org/

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ანგელა მერკელის აზრით twitter-ის მიერ დონალდ ტრამპის ანგარიშის განუსაზღვრელი დროით დაბლოკვა «პრობლემატური საკითხია»

Joni Kvaracxelia

„ტრამპი უბრალოდ არ არის მზად თანამდებობისთვის“

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას მიესალმებიან

დატოვე კომენტარი