სხვადასხვა

საპროტესტო აქცია ხადას ხეობაში 26 ოქტომბერს გაიმართება

ხადის ხეობის მოსახლეობა26 ოქტომბერს აქციის გამართვას გეგმავს. ადგილობრივები აპირებენ ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა გააპროტესტონ. სატრანზიტო გზამ ქვეშეთ-კობის მონაკვეთზე უნდა გაიაროს. ხადელები შიშობენ, რომ 22-კილომეტრიანი გზა, 6 ხიდით და 5 გვირაბით, ხადის ხეობის ბუნებასა და ისტორიულ ძეგლებს გაანადგურებს. როგორც ადგილობრივი ზურა ბურდული აცხადებს, რამდენიმე დღის წინ ჩინურმა კომპანია „China Railway 23rd Bureau Group Co., Ltd“-მა ხადაში გზის გაფართოება დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ უკვე რამდენიმე წელია, პანკისის მოსახლეობა ჰეს „ხადორი 3“-ის მშენებლობას აპროტესტებს. ამის გამო მიმდინარე წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში მოსახლეობა და სამართალდამცველები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ადგილობრივები ჰესის მშენებლობის შეჩერებას ითხოვდნენ, როცა ხეობაში საპოლიციო ძალები შეიყვანეს. შემდეგ მათ სპეცრაზმიც მიჰყვა. დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, მოსახლეობა კი ძალოვანებს ქვებითა და ხელკეტებით დაუპირისპირდა. იმ დროს 50-მდე ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელები. ხეობაში ვითარების დარეგულირებას შეეცადა შს მინისტრი გიორგი გახარია. მაშინ გახარიამ თქვა, რომ ხეობაში ჰესი მხოლოდ იმ შემთხვევაში აშენდება, თუკი ადგილობრივების 90 % იქნება მომხრე.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ლესბოსელი აქტივისტი ნინო ბოლქვაძე საქართველოს პატრიარქ ილია მეორეს ღია წერილით მიმართავს

შემზარავი ტრაგედია ზესტაფონში- დედა ორ მცირეწლოვან შვილებთან ერთად გარდაიცვალა

Joni Kvaracxelia

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მიღებული ოქროს მედალი გაყიდა

დატოვე კომენტარი