საპროტესტო აქცია ლენჯერში

0
377

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერში, მესტიის ადმინისტრაციულ საზღვართან ადგილობრივების ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა და ბლოკპოსტების მოხსნა მოითხოვა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი საზაფხულო სამუშაოებს ვერ ასრულებენ, რაც მათი შემოსავლის წყაროა და ზამთრისთვის მარაგის შევსებასაც ვერ ახერხებენ. ამასთან, ადგილობრივები ითხოვდნენ, რომ ლენჯერიდან მესტიაში აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში გადაადგილება შესაძლებელი გამხდარიყო. აქციაზე მცირე ინციდენტიც მოხდა. მესტიის მერმა მოქალაქის ტელეფონს, რომელიც პროცესს მობილურით იღებდა, ხელი ჰკრა. ინციდენტი რამდენიმე წუთში ამოიწურა.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ