საპროტესტო აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან

0
148

გუშინ, ეკონომიკის სამინისტროსთან პროტესტის მიზნით, შეიკრიბნენ ემიგრანტთა ოჯახის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები. აქციის ორგანიზატორი იყო ემიგრანტის მშობელი, ნონა მოდებაძე, არასამთავრობო ორგანიზაციები: “ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის”
“ამერიკის მხარდამჭერთა ლიგა” დევნილთა და სოციალურ დაუცველთა ორგანიზაცია “თანადგომა”. ისინი სოლიადორბას უცხადებენ ქართველ ემიგრანტთა ოჯახებს. მათ მოითხოვეს აღდგეს რეგულარული რეისები საქართველოში. რაც მისცემს უამრავ ემიგრანტს თავისუფლად გადაადგილების საშუალებას.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათთვის სრულიად გაუგებარია თუ რატომ არ ხსნის საქართველო საზღვრებს იმ ფონზე როდესაც ევროკავშირმა მწვანე ზონაში შეგვიყვანა. ასევე ემიგრანტების ოჯახის წევრებმა აღნიშნეს რომ ჩარტერული რომელსაც მხოლოდ Georgian airwaiys ანხორციელებს, ხშირად მათთვის მიუწვდომელია და ასევე ხშირად არის ფასები ხელოვნურად გაბერილი და ბილეთი ხელმიუწვდომელია უბრალო მოქალაქეებისთვის.

შეგახსენებთ, რომ აქციის მომაწილეებმა ეკონომიკის სამინისტრომდე სახელმწიფო კანცელარიაში გააპროტესტეს მთავრობის უპასუხისმგებლობა.

paqtebi.ge

Loading…

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ