პარტია «ლიბერალ დემოკრატების» ლიდერი მუხრან ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს:
«საპატრიარქოს ფარისევლობა ყოველგვარ ნორმას სცდება.
20 ივნისს საქართველომ შეიძინა გმირები, რომლებიც გაცნობიერებულად ეკვეთნენ მტერს და არა “ემოციას აყოლილი განსასჯელები”!
საპატრიარქო პატრიოტიზმს სიგიჟედ და დანაშაულად ნათლავს, ხოლო ყალბი ჰუმანურობით, პატრიოტებს დამნაშავეებად სცნობს მამულის სიყვარულში.
თქვენი სიტყვები დაცლილია ქრისტეს და ერის სიყვარულისგან, ხოლო გაჯერებულია მტრისა და მამონას მორჩილებით.
მე, როგორც ქართველი ქრისტიანი მოვითხოვ საქართველოს პატრიარქისგან, გადაწყვიტოს სად დგას და ვის სამსახურში. გაემიჯნოს საპატრიარქოს პოზიციას ან გაიზიაროს პასუხისმგებლობა, ერის ღალატისთვის.»-წერს მუხრან ბურჭულაძე
Loading…