სოცქსელი

«საპატრიარქო და სინოდი უკვე დიდი ხანია რუსეთის მეხუთე კოლონაა»

თეოლოგი, გოჩა ბარნოვი, სოციალურ ქსელში, წერს:

«ეს შეიძლება ივანიშვილია, რომელიც ცდილობს გარეჯის ამბები მიშა სააკაშვილის სახელის გასატეხად გამოიყენოს, თორემ ამ ამბების უკან მდგომ რუსეთს გაცილებით უფრო შორს მიმავალი გეგმები აქვს. რუსეთს სურს საქართველო და აზერბაიჯანი ერთმანეთს გადაკიდოს. ამით ის რამდენიმე კურდღელს დაიჭერს:

1. სააკაშვილს ხელს შეუშლის საქართველოში დაბრუნებაში;

2. საქართველოს ენერგომომარაგებას მთლიანად გაზპრომზე დამოკიდებულს გახდის, და

3. თუ კავკასიაში სამივე ქვეყანა ერთმანეთს გადაეკიდება, ყველა იძულებული გახდება რუსეთის მიერ ცინიკურად მორგებული მშვიდობისმყოფელის ფუნქცია აღიაროს.

რუსეთისათვის მთავარი მიზანი საქართველოსა და აზერბაიჯანის გადაკიდებაა. ამას მოწმობს ის, რომ გარეჯის პრობლემის ახლანდელ გამწვავებამდე, ეპისკოპოსი ჯამდელიანი ნარიმანოვის ძეგლის გამო აუშარდა იქაურ აზერბაიჯანელებს და აურზაურის ასატეხად “ქართული მარში” და პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე ჩაიყვანა.

როდესაც აზერბაიჯანთან საქმის გაფუჭებაზე მიდგება საქმე, ძალიან აქტიურობენ ქართველი სასულიერო პირები ჯამდელიანით დაწყებული და ჯაღმაიძით დამთავრებული. როდესაც რუსეთს რაღაც სურს საქართველოს წინააღმდეგ, ხშირად აღწევს თავის მიზანს, რადგან ყოველთვის პოულობს მოღალატეებს. ამიტომ, საქართველო სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რადგან არასოდეს ვყოფილვართ ასეთი დაუცველი. ივანიშვილი და ახლანდელი მთავრობა რუსეთის პირდაპირი მარიონეტია. ოპოზიციის ერთი ნაწილი, იმის ნაცვლად, რომ ივანიშვილს უპირისპირდებოდეს, მთავარ ენერგიას მეორე ნაწილის ლანძღვას ახმარს, ხოლო საპატრიარქო და სინოდი უკვე დიდი ხანია რუსეთის მეხუთე კოლონაა.

ჩვენი ოპოზიცია სამართლიანად ამტკიცებს, რომ საქართველოს არაფერი ეშველება, სანამ ივანიშვილის რეჟიმს თავიდან არ მოიშორებს; მაგრამ, ამ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს რატომ გონიათ, რომ საპატრიარქო და სინოდი უფრო ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენენ საქართველოს მომავლისათვის? რა აზრი აქვს სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებისათვის ბრძოლას, როდესაც შავი ანაფორებითა და პანაღიებით დამშვენებული რუსეთის მეხუთე კოლონა თავს მშვიდად გრძნობს და არავინ ემუქრება?

შენი ქვეყნისა და დიდი ისტორიული პიროვნებების სიყვარულსა და პატივისცემას მაშინ აქვს აზრი, როდესაც მათგან ჭკუას სწავლობ. დავით აღმაშენებელს უფრო დიდი ძალაუფლება და ლეგიტიმაცია ქონდა, ვიდრე დღევანდელ პრეზიდენტებსა და პრემიერებს. ამ მონარქმა მშვენივრად უწყოდა, რომ მძიმე სიტუაციაში მყოფი საქართველოს მდგომარეობას ვერ გამოასწორებდა, თუ ეკლესიას, მასში დაბუდებული კორუმპირებული იერარქიისაგან არ გაწმენდდა. დავითს აშინებდა ზნედაცემული და მოღალატე სამღვდელოება, და რატომ არ უნდა აშინებდეს ეს თანამედროვე პატრიოტ და პატიოსან პოლიტიკოსებს?

ნებისმიერი პატრიოტი და პატიოსანი ქართველი, მიუხედავად იმისა პოლიტიკოსია თუ არა, ისევე დაჟინებით და ხშირად უნდა მოითხოვდეს ახალი რუის-ურბნისის კრების მოწვევას, როგორც კატონი იმეორებდა რომის სენატში: “კართაგენი უნდა დაინგრეს” #რუისურბნისისკრება“

Loading…

მსგავსი პოსტები

ვისაც გაინტერესებთ ზალკანიანი-ლავროვის შეხვედრა გიწვევთ ჩემს ლექციებზე-გუგული მაღრაძე

«საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის, მე ფულს რატომ ვიხდი?»

Joni Kvaracxelia

სანდრა რულოვსი მილოცვის წერილს უგზავნის…

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი