სხვადასხვა

საპატრიარქოს განცხადება

ტაძრებში დისტანციის დაცვა და პირბადის გაკეთება სავალდებულო გახდა. ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

COVID 19-ის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მივმართავთ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს, წინამძღვრებს, სასულიერო პირებს:

აუცილებელია, ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისაგან. ზიარების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში მათ მოძღვარი სახლში მიაკითხავს.

ზოგადად, აუცილებელია, შესრულდეს ყველა ის წესი, რაც პანდემიის I ეტაპის დროს იყო რეკომენდებული და ჩვენი მხრიდან გამოყენებული“, — აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

უბედური შემთხვევა გუდაურში-დაღუპულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

Joni Kvaracxelia

სასამართლომ 13 დაკავებულს სხვადასხვა სასჯელი მიუსაჯა

დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მოძრაობა აიკრძალება 6 სექტემბერს

დატოვე კომენტარი