მამა გიორგი მამალაძის ოჯახი საპატრიარქოსთან აქციების განახლებას გეგმავს.
პარასკევს 17:00 საათზე დეკანოზის ახლობლები საპატრიარქოსთან შეიკრიბებიან.
როგორც მსჯავრდებული დეკანოზის ძმა თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ მისი ძმის გათავისუფლებასთან დაკავშირებით საპატრიარქომ ის მოატყუა და ისინი პირდაპირი მნიშვნელობით ფარისევლები არიან.
„ამ კვირაში ოჯახის წევრები ვგეგმავთ ისევ და ისევ ამჯერად საპატრიარქოსთან აქციის გამართვას ჩემი უდანაშაულო პარალიზებული ძმის გათავისუფლების მოთხოვნით, რადგანაც მის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და არაერთი ექსპერტი საუბრობს ამაზე. აქამდეც გვქონდა იმედი, რომ საპატრიარქო გადადგამდა ნაბიჯს, მაგრამ მათ პირდაპირი მნიშვნელობით მომატყუეს, რადგანაც მეუბნებოდნენ, რომ უკვე გადაწყვეტილია ჩემი ძმის გათავისუფლება და მე შემეძლო კარავი ამეღო და წამოვსულიყავი სახლში, მაგრამ დავინახეთ, რომ მათ მოიტყუეს. ისინი არიან პირდაპირი მნიშვნელობით ფარისევლები,“- განაცხადა თორნიკე მამალაძემ.