საქართველო – ისრაელის გვერდით: სოლიდარობის წერილი ელჩ ჰადას მიცადს
2025 წლის 4 ივლისს, ისრაელის სახელმწიფოსა და ებრაელი ხალხის მიმართ მხარდაჭერის ნიშნად, საქართველოში მომზადდა საჯარო წერილი, რომელიც გადაეცა ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ქალბატონ ჰადას მიცადს.
წერილს, რომელიც ეხმიანება უკანასკნელ გეოპოლიტიკურ მოვლენებს, მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეების ფართო სპექტრი, ასევე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მხარდამჭერთა ჯგუფი.
მათ მიერ არჩეული ტონი და მთავარი გზავნილი ცალსახაა: საქართველო რჩება ისრაელის ისტორიულ მეგობრად და მტკიცე მოკავშირედ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
წერილში ხაზგასმულია, რომ საქართველოსა და ისრაელს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ, ხოლო ქართველთა უმრავლესობა მუდამ ერთგულად დგას ისრაელის გვერდით, განსაკუთრებით — როცა საქმე უსაფრთხოებასა და მშვიდობის დაცვას ეხება.
ავტორთა თქმით, ისრაელმა, ირანის ბოლოდროინდელ აგრესიასთან გამკლავებისას, არამარტო საკუთარი, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს უსაფრთხოება დაიცვა, რაც მსოფლიოს ყველა დემოკრატიული საზოგადოების მხარდაჭერას იმსახურებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს, რომლებიც წერილის ავტორთა აზრით, არ გამოხატავს ქართველი ხალხის რეალურ პოზიციას. მკაცრად გაკრიტიკდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაწილეობა 2025 წლის 2 ივლისს ირანის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც ეძღვნებოდა „ისრაელის რეჟიმის შეტევისას დაღუპულ მუჯაჰედთა ხსოვნას“.
სტატიის ავტორების შეფასებით, ეს მოვლენა მიუღებელია და წარმოადგენს ისტორიული მეგობრების ზურგში დარტყმას, რაც ეწინააღმდეგება ქართველების უმრავლესობის მორალურ და პოლიტიკურ ღირებულებებს.
ქალბატონ ჰადას მიცადის მისამართით გაგზავნილ წერილში გამოკვეთილია არა მხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერა, არამედ ღრმა ემოციური კავშირი ებრაელ ხალხთან.
წერილი ასახავს ქართველი ხალხის დამოკიდებულებას:
„ისტორიულ მეგობრებს ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარში დგომა მაშინ, როცა მათ სამშვიდობოს სდებენ ფეხს.“
განსაკუთრებით აღინიშნა, რომ ეს მხარდაჭერა მოდის არა მხოლოდ საზოგადოებისგან, არამედ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, პოლიტიკური გუნდისგან — რაც ხაზს უსვამს საკითხის ეროვნული მნიშვნელობის ფარგლებს.
სტატიის შინაარსი ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო–ისრაელის ურთიერთობა სცდება მხოლოდ დიპლომატიურ ფორმატს — ეს არის ღრმა ისტორიული, კულტურული და მორალური კავშირი, რომელიც ემყარება საერთო ღირებულებებს: თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და მშვიდობას.
სოლიდარობის ეს წერილი შეიძლება ჩაითვალოს როგორც საზოგადოებრივი ხმის დაფიქსირება, რომ საქართველო ისრაელის გვერდით დგას — არა სიტყვით, არამედ ღირებულებით.
გთავაზობთ წერილის შინაარს, ინგლისურ და ქართულ ენაზე:
To Her Excellency, the Ambassador of Israel to Georgia,
Ms. Hadas Meitzad
First and foremost, we would like to express our support and solidarity with the State of Israel and the Jewish people, on behalf of ourselves and the vast majority of the Georgian people and civil society.
Georgia and Israel are bound by a centuries-old friendship. The preponderance of Georgians remain loyal and express their support for Israel, especially for its determination in the fight against terrorism, a struggle marked most recently by the 12-day war with the Iranian regime.
We recognize that by confronting the Iranian regime and destroying its nuclear potential, Israel has defended not only its own security, but that of the entire civilized world. Accordingly, the Georgian people express their support for Israel’s efforts to establish peace and offer our condolences for the loss of innocent lives who have fallen victim to terrorism.
At the same time, we strongly condemn and distance ourselves from the pro-Iranian policy of the Government of Georgia — both its cooperation with the Iranian regime and its official visits — including the one on 02/07/2025. The participation of Georgia’s Ministry of Foreign Affairs in the event organized by the Embassy of Iran, dedicated to ‘the memory of martyrs killed during the attack carried out by the Israeli regime.’
We strongly emphasize that maintaining close ties with our historic friends and standing by them in difficult times is a priority for the Georgian people.
Accordingly, Your Excellency, Madam Ambassador, I am conveying to you, on behalf of a large part of the Georgian people as well as the third president’s, Mikheil Saakashvili’s, support group a letter of solidarity and support for the Jewish people and the State of Israel.
Members of the support group of Georgia’s third president, Mikheil Saakashvili
_____________________________________________________
მის აღმატებულებას,
ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში,
ქალბატონ ჰადას მიცადს
უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სახელით და საქართველოს მოსახლეობისა და სამოქალაქო საზოგადოების ფართო ნაწილის სახელით, გვინდა გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა ისრაელის სახელმწიფოსა და ებრაელი ხალხის მიმართ.
საქართველოსა და ისრაელს მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა აკავშირებთ. ქართველთა უმრავლესობა დღესაც რჩება ერთგული და მხარდაჭერას უცხადებს ისრაელს, განსაკუთრებით მის ურყევ პოზიციას ტერორიზმთან ბრძოლაში — ბრძოლაში, რომელიც ბოლო დროს ირანის რეჟიმთან 12-დღიანი ომით გამოვლინდა.
ჩვენ აღვნიშნავთ, რომ ირანის რეჟიმთან დაპირისპირებით და მისი ბირთვული პოტენციალის განადგურებით, ისრაელმა დაიცვა არა მხოლოდ საკუთარი, არამედ მთელი ცივილიზებული სამყაროს უსაფრთხოება. შესაბამისად, ქართველი ხალხი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ისრაელის ძალისხმევას მშვიდობის დამყარებისკენ და ღრმა მწუხარებას გამოხატავს იმ უდანაშაულო ადამიანების გამო, რომლებიც ტერორიზმს ემსხვერპლნენ.
ამავე დროს, კატეგორიულად ვგმობთ და ვემიჯნებით საქართველოს მთავრობის პროირანულ პოლიტიკას — როგორც ირანის რეჟიმთან თანამშრომლობას, ისე ოფიციალურ ვიზიტებს, მათ შორის, 2025 წლის 2 ივლისს გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობას, რომელიც ირანის საელჩოს მიერ გაიმართა და ეძღვნებოდა „ისრაელის რეჟიმის შეტევისას დაღუპულ მუჯაჰედთა ხსოვნას“. ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობამ.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ისტორიულ მეგობრებთან მჭიდრო ურთიერთობების შენარჩუნება და მათთან სოლიდარობა განსაკუთრებით რთულ პერიოდებში ქართველი ხალხის პრიორიტეტია.
შესაბამისად, ქალბატონო ელჩო, მოგმართავთ ამ წერილით, რომ მოგაწოდოთ ქართველი ხალხის დიდი ნაწილისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა ჯგუფის სახელით სოლიდარობისა და მხარდაჭერის წერილი ისრაელის სახელმწიფოსა და ებრაელი ხალხისადმი.
ღრმად პატივისცემით,
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა ჯგუფის წევრები