განცხადებებისოცქსელი

«საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნა მუხტის დაგდების და დროის გაჭიანურების მიზნით!»-კუპრავა

ზვიად კუპრავა ხორავას ქუჩაზე მომხდარ  მკვლელობის გამო შექნილი საგამოძიებო კომისიის დასკვნას გაეცნო და სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

«გავეცანი ქოცების დასკვნას ხორავას ქუჩის ტრაგედიის საქმეზე და ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ამაზრზენია!
ისინი კვეთავენ 3 ძირითად საკითხს…

1. თურმე,
ზაზას მოთხოვნები იყო:
ა. რატომ დაინგრა ფარდული?!
ბ. რატომ არის დანა გაღუნული?!
გ. მირზას ფაქტორი.

თითქოს, მათი დასკვნით ზაზა არ ითხოვდა მთავარს…
ვინ მოკლა მისი შვილი?!

2. კომისიის ლოგიკით ბავშვები (ინიციალებია ჩამოთვლილი) ჩხუბის მერე ტაქსით წავიდნენ სახლშიო…
სინამდვილეში, ტაქსით კიარ წავიდნენ..! ტაქსით გაიქცნენ და განსაცდელში მიატოვეს დაჭრილი მომაკვდავი ბავშვები!

3. კომისია შსს-ს სთხოვს გაატაროს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და მოახდინოს დათოს მკვლელის იდენტიფიცირება…
რაც იმას ნიშნავს, რომ თითქოს მკვლელის ვინაობა უცნობია!
რაც თავისთავად ტყუილია და თავიანთივე დასკვნაში იკვეთება თუ ვინ შეიძლება იყოს დავით სარალიძის მკვლელი!!!

დასკვნა!
საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნა მუხტის დაგდების და დროის გაჭიანურების მიზნით!»-წერს ზავიად კუპრავა.

 

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

რას აცხადებს ბადრი ესებუაზე გომელაური?

მომდევნო 100 წლის განმავლობაში რუსეთთან შერიგება და თანამშრომლობა არ იქნება-დენის შმიგალი

20-22 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი

roma sajaia

დატოვე კომენტარი