განცხადებები

საპარლამენტო ოპოზიცია მამუკა ბახტაძის მეთაურობით  ახალ მთავრობას მხარს არ დაუჭერს

საპარლამენტო ოპოზიცია მამუკა ბახტაძის მეთაურობით  ახალ მთავრობას მხარს არ დაუჭერს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან განცხადებას აკეთებს:

„მთავრობა შედგება ორი ნაწილისგან ერთი არის ის, რომელიც აფუჭებს საქმე-პირდაპირ მავნებლები და მეორე რომელიც არ აკეთებენ საქმეს — ანუ უქნარები. პირველ რიგში უნდა წავიდეს ის ხალხი, რომელმაც ზიანი მიაყენა ქვეყანას. ჩაიდინა მრავალი ბოროტება, შექმნა უსამართლო, ძალადობრივი სისტემა და ქვეყნა მიიყვანა ასეთ უმძიმეს სიღარიბემდე, რასაც ამტკიცებს საერთაშორისო გამოკითხვები.

ეს იყო უსამართლობის ტალღაზე გადამდგარი მთავრობა. პირველ რიგში უნდა წავიდეს ყველა ძალოვანი და უნდა წავიდეს იუსტიციის მინისტრი. ასევე ამ საქმესთან ირიბად თუ პირდაპირ დაკავშირებული ყველა პირი სოზარ სუბარით დაწყებული დამთავრებული შს მინისტრით.

მთავრობის გადადგომა არის სერიოზული პოლიტიკური აქტი თუ მთავრობის გადადგომა მივიდა კვირიკაშვილისა და ჯანელიძის წასვლამდე მაშინ ეს არის აბსურდი, პიროვნული თვისებებით კვირიკაშვილი და ჯანელიძეც ათი თავით სჯობია იმ მავნებლებს, რომელთა დატოვებასაც ივანიშვილი აპირებს,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.

«ევროპული საქართველოს» თავმჯდომარე დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში პრობლემები მინისტრთა სახელებისა და გვარების შეცვლით ვერ მოხერხდება:

„პრობლემა იმაშია, რომ ამ პროცესში არ არსებობს არანაირი პოლიტიკური ლოგიკა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ ყველაფერი წყდება დახურულ კარს მიღმა. თვითონ ის ფაქტიც, რომ პრემიერობის კანდიდატ შეარჩიეს ადამიანი,რომელიც თვითონ ამ გუნდში კი ყველაზე ნაკლებად გამოცდილია, არ იცნობს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ადასტურებს იმას, რომ ქართულ ოცნებას არ ესმის ქვეყნის წინაშე მდგომი პრობლემები და ხალხში არსებული გაჭირვება.

ერთადერთი გამოსავალი არის ამ გუნდის მთლიანად შეცვლა მშვიდობიანი გზით და არა ცალკეული სახელების და გვარების გადანაცვლება ცალკეულ პოზიციებზე“- განაცხადა  დავით ბაქრაძემ.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

აშშ საელჩო საქართველოში რუსთავი2-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

Joni Kvaracxelia

«ვენაცვალე გახარიას…რუსეთი კარგია და სულ გავიმეორებ ამას»-დაპირისპირება სამტრედიის საკრებულოში (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

თბილისში მგზავრის გაუპატიურებისა და ძარცვისთვის ტაქსის მძღოლს 8 წელი მიესაჯა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი