გალის რაიონის საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელი, თემურ ნადარაია წინააღმდეგია აფხაზეთის სკოლებში ისწავლებოდეს ქართული ენა და აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეები საქართველოს სხვადასხვა სასწავლებლებში მიდიოდნენ სასწავლებლად.
„საქართველოში 160 ბავშვი წავიდა სასწავლებლად – ესენი არიან ტყვარჩალისა და გალის მკვიდრები, 30 კი აფხაზურ საგანმანათლებლო დაწესებულებებში შევიდა. რეგიონის მოსახლეობის ინტეგრაციის ყველა ჩვენი მცდელობა დაბლოკილია საქართველოს ასეთი გადაწყვეტილებებით. ბუნებრივია, ჩვენ იძულებული ვიქნებით მივიღოთ სხვა ზომებიც: რეგიონის მაცხოვრებლების უმეტესი ნაწილი, რომლებიც საქართველოში სასწავლებლედ წავიდნენ, აქვთ ბინადრობის ნებართვა, ხოლო კანონის თანახმად, “უცხოელ მოქალაქეთა სამართლებრივი სტატუსის შესახებ” კანონის მე -11 მუხლის მე -10 პუნქტით. პირებს, რომლებიც წელიწადში, 6 თვეზე ნაკლები ხნის განმავლობაში ცხოვრობენ აფხაზეთში, ჩამოერთმევათ ბინადრობის ნებართვა. ანუ, ჩვენ გვინდა ვუთხრათ საშუალო სკოლის მოსწავლეებს, რომ მათ აქვთ უფლება აირჩიონ ქართული უნივერსიტეტები სასწავლებლად, მაგრამ ექვსი თვის შემდეგ ისინი დაკარგავენ ბინადრობის ნებართვას და ვიზით მოუწევთ ჩამოვლა აფხაზეთში, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს. და მეორე ღონისძიება, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს განხილვას: ჩვენ შეწყვეტთ ქართული ენის სწავლებას სკოლებში. ჩვენი კანონები და კონსტიტუცია არ ავალდებულებს ჩვენს სახელმწიფოს, იზრუნოს ქართულ ენაზე. ეს იყო ჩვენი სახელმწიფოს კეთილი ნება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რეგიონის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მეგრელები არიან, რომლებიც მეგრულ ენაზე საუბრობენ, ჩვენ შეგვიძლია შევიტანოთ მეგრული ენის სწავლება ქართულის ნაცვლად. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მეცნიერებათა აკადემია დაგვეხმარება ამ პრობლემის მოგვარებაში. მაგრამ ამ საკითხის განხილვა მაინც საჭიროა. თუმცა, აზრს ვხედავ. რა თქმა უნდა, იქნებიან ადამიანები, რომლებიც ორიენტირებულნი არიან საქართველოში სწავლაზე. არავინ არავის არ უკრძალავს ქართული ენის სწავლას, თუმცა სახელმწიფო სკოლებში ჩვენ არ ვართ ვალდებული ვასწავლოთ ქართული ენა,“ – აცხადებს ნადარაია.
გაზეთი „ნუჟნაია“ 11/22/2019
