სანოტარო მომსახურების მისაღებად მოქალაქეებს, ე.წ. ცოცხალ რიგში ჩადგომის ნაცვლად, რიგის დაჯავშნა მოუწევთ. აღნიშნული ცვლილება „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის საქმიანობისა და ნოტარიუსთა მიერ მომსახურების წესებისა და პირობების დადგენის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 31 მარტის №511 ბრძანებაში შევიდა.
„სანოტარო მომსახურების მისაღებად განმცხადებელი ვალდებულია, მოქალაქის პორტალის (my.gov.ge) მეშვეობით განახორციელოს მომსახურების მიღების დროისა და ადგილის წინასწარ შეთანხმება (დაჯავშნა). დროებითი სანოტარო ბიუროს სივრცეში მოქალაქის დაშვება და სანოტარო მომსახურების გაწევა ხორციელდება მოქალაქის პორტალზე (my.gov.ge) განხორციელებული ჯავშნის კოდის წარმოდგენის შემდეგ“, – აღნიშნულია იუსტიციის მინისტრის ბრძანებაში შეტანილ ცვლილებებში.
Loading…