ჟურნალისტი ეკა წამალაშვილი სოციალურ ქსელში სანდრა რულოვსის შესახებ წერს:
ამის შესახებ ფართო საზოგადოებამ არ იცის. სანდრა რულოვსს არასდროს უცდია მის მიერ გაკეთებული დიდი და კეთილი საქმეების აფიშირება .
საქართველოს პირველმა ლედიმ Sandra E. Roelofs 2006 წელს შექმნა საკოორდინაციო საბჭო ინფექციური დაავადებების დარგში.
2004 -2014 წლებში, სანდრა რულოვსის ხელმძღვანელობით, ამ საბჭომ გლობალურ ფონდში წარმატებით წარადგინა 5 განაცხადი, რის საფუძველზეც საქართველოში შემოიტანა 101 ( ას ერთი) მილიონი აშშ დოლარი გრანტის სახით – შიდსთან, მალარიასთან და ტუბერკულოზთან საბრძოლველად. ამ დაავადებების პრევენციისთვის და დაავადებულთა მკურნალობისთვის.
სანდრა რულოვსის მიერ რეპროდუქციული ჯანმრთელობის საბჭოს შექმნასა და წარმატებულ მუშაობაზე ამას წინათ დავწერე. შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
