სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო, ისრაელმა სამხრეთ აფრიკა, ლესოტო, ბოტსვანა, ზიმბაბვე, მოზამბიკი, ნამიბია და ესვატინი ე.წ. წითელ სიაში შეიყვანა.
ისრაელის მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს აღნიშნულ ქვეყნებში გამგზავრებას უკრძალავს, ხოლო სამხრეთ აფრიკის რეგიონის შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს ისრაელში შესვლის უფლება აღარ ექნებათ.
გარდა ამისა, ამ ქვეყნებიდან სამშობლოში დაბრუნებულ ისრაელელებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.
Loading…