თავდაცვის სამინისტრო, რომელიც სამხედრო მფრინავ ეკა ქვლივიძეს კონტრაქტის დარღვევაში ადანაშაულებდა და მისგან ჯარიმის სახით 28 000 ლარის გადახდას მოითხოვდა, თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო მფრინავს, ეკა ქვლივიძეს შორის შეთანხმება შედგა და უწყება სასამართლოდან სარჩელს გამოიტანს და მფრინავი აღარ დაჯარიმდება.
მოგეხსენებათ ყოფილი სამხედრო მფრინავი თავდაცვის სამინისტროს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაში ადანაშაულებდა, მან რამოდენიმე დღის წინ ვრცელი კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად საუბრობს იმ პრობლემებზე, რაც თავდაცვის უწყებაში იყო და რის გამოც იძლებული გახდა დაეტოვებინა აღნიშნული უწყება.
სამხედრო მფრინავ ეკატერინე ქვლივიძეს დღეს თავდაცვის მინისტრი შეხვდა, როგორც ცნობილია დღევანდელი გადაწყვეტილებით სამხედრო მფრინავი შეინარჩუნებს თავის კვალიფიკაციას და გააგრძელებს საავიაციო უნივერსიტეტში, მფრინავ-ინსტრუქტორად მუშაობას.
„ორივე მხარის პოზიცია იქნა გათვალისწინებული და თავდაცვის სამინისტრო თავის მხრივ სარჩელს გამოიხმობს და პარალელურ რეჟიმში, მე სამოქალაქო ცხოვრებაში ჩემი კვალიფიკაციის შენარჩუნების მიზნით, მექნება იმის საშუალება, რომ რაღაც პერიოდის განმავლობაში, სამოქალაქო განხრით ვიფრინო, ჩემი კვალიფიკაცია შევინარჩუნო. პარალელურად, მე მზაობა გამოვხატე, რომ იგივე გორში, სამხედრო აკადემიაში, როგორც მოწვეულმა სპეციალისტმა ლექციები ჩავატარო და მომავალ თაობას ვასწავლო და როგორც კი საშუალება იქნება, შემდგომში იმის, რომ მე როგორც მფრინავი, პრაქტიკული ფრენების განხორციელების საშუალება როგორც კი მექნება, თავდაცვის სამინისტროში და აღვდგები როგორც სპეციალისტი სამხედრო კადრი,“ — განაცხადა ეკა ქვლივიძემ.