სამწუხარო ინფორმაცია, ლისის ტბასთან ქვეითად მოსიარულე, 12 წლის მოზარდი საპატრულო პოლიციის მანქანის დაჯახების შედეგად კლინიკაში გადაყვანის შემდეგ ცოტა ხნის წინ, გარდაიცვალა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს პროკურატურამ დაიწყო.
“საქართველოს პროკურატურამ ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე ლისის გზაზე მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ქვეითად მოსიარულე 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს შეეჯახა, რომელიც იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები”– აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში
