ჯანდაცვა

სამწუხაროდ, საქართველო პირველ პოზიციაზეა

მიუხედავად ”ჯანმრთელობის დაცვის რეფორმისა” და მილიარდობით დახარჯული ხარჯებისა საქართველო # 1-ია გულ-სისხლძარღვთა სიკვდილიანობით აზიაში.

საქართველოში გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით გამოწვეულ ზოგად მდგომარეობას გამოეხმაურა, ამერიკაში მოღვაწე ქართველი კარდეოლოგი, ნანა გეგეჭკორი.

«სამწუხაროა, 😞 რეგიონში მოწინავე პოზიციაზეა საქართველო გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობით. კარდიოლოგიაში იმდენი შესაძლებლობაა დღეს, ძალიან ბევრი ადამიანის გადარჩენა და ნორმალური ცხოვრების პირობებში დაბრუნებაა შესაძლებელი ამ დარგის სწორად განვითარების პირობებში. საქართველოში, საბედნიეროდ გვყავს საკმარისი უნიჭიერესი კარდიოლოგი, არაჩვეულებრივი განათლებით, უცხოურით თუ ქართულით, მართლა მაღალი კვალიფიკაცით, მაგრამ არ გვაქვს ჯანდაცვის სისტემა ისე მოწყობილი, რომ პოტენციალი ბოლომდე გამოიყენონ და სათანადოდ მიწვდნენ ყველას ვისაც დახმარება სჭირდება. ორი ათეული წელია საქართველოში არ ვცხოვრობ და შესაბამისად ბევრს არ ვიცნობ ამ სფეროში, მაგრამ დანამდვილებით ვიცი არიან საკმარისად კარდიოლოგები ვისაც, ჩემთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს, უპირობოდ ვანდობ და დარწმუნებული ვარ, იგივე დახმარებას გაუწევენ რასაც აქ შევძლებდი, ყველაზე თანამედროვე შესაძლებლობებით. Giorgi Papiashvili, Mamuka Kobalava და კიდევ რამდენიმე არაჩვეულებრივი ექიმის (არ არიან ფბზე აქტიურად და ვერ ვთაგავ) იმედად მყავს დედა, ოკეანის გაღმა.
იმედია, ოდესმე ასეთი პროფესიონალები იქნებიან ლიდერები ჯანდაცვის სფეროში და აღარ დაგვეღუპება ამდენი ადამიანი როცა მათი გადარჩენა მართლა შესაძლებელია.» წერს გეგეჭკორი.

Loading…

მსგავსი პოსტები

დღეიდან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

Joni Kvaracxelia

სია სადაც შესაძლებელია აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე

ეს 2 რაღაცა დაგეხმარება, ცემინება, სურდო, ყელის ტკივილი უსწრაფესად მოგვარებისთვის

დატოვე კომენტარი