განცხადებები

«სამწუხაროდ, ეს არის ძალიან ლოგიკური შედეგი იმ მიზანმიმართული პოლიტიკის, რომელსაც ივანიშვილი ატარებს»-ბიბილაშვილი

ფონდ «ჭავჭავაძის ცენტრის» დამფუძნებელი ზაზა ბიბილაშვილი აცხადებს, რომ აშშ-ს გადაწყვეტილება საქართველოში წვრთნების შეჩერების შესახებ ივანიშვილი და მისი რეჟიმის პოლიტიკის შედეგია.

«სამწუხაროდ, ეს არის ძალიან ლოგიკური შედეგი იმ მიზანმიმართული პოლიტიკის, რომელსაც ივანიშვილი ატარებს. ამერიკელებმა დააკონკრეტეს არა მხოლოდ ზოგადად მთავრობის პოლიტიკა, არამედ ის კონკრეტული ბრალდებები, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი აჟღერებს ამერიკის და ზოგადად, დასავლეთის მიმართ, თითქოს ამერიკას, ნატოს და კოლექტიურ დასავლეთს სურს საქართველო ჩაითრიოს ომში, გახსნას მეორე ფრონტი. ასეთ ბინძური ცილისწამება ჩვენი მეგობრების მიმართ გახდა მიზეზი იმისა, რომ ამერიკელებმა თქვეს, რომ კი, ბატონო, თქვენ თუ მიგაჩნივართ მტრებად, მაშინ ჩვენ, მინიმუმ, ამ ტიპის სწვალებებს აღარ განვახორციელებთ თქვენთან ერთად» — განაცხადა ბიბილაშვილმა.

მსგავსი პოსტები

ევროპელები კვლავ განაგრძობენ მმართველი პარტიისთვის 8 მარტის შეთანხმებაზე შეხსენებას

სულ მალე ქართულ სკოლებში ახალი სისტემური სასწავლო საგანი შემოვა

«პოლიტსაბჭო და უმრავლესობა შეიკრიბება და გავახმოვანებთ პარტიის ერთიან პოზიციას»-მამუკა მდინარაძე

roma sajaia

დატოვე კომენტარი