დეპუტატი სალომე სამადაშვილი ყოფილი თანაგუნდელების, («ნაციონალური მოძრაობის») პარლამენტში შესვლას გამოეხმაურა:
«მე ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რადგან მჯერა, რომ პარლამენტში წარმოდგენილი უნდა იყოს ყველა დეპუტატი, რომელსაც ამომრჩეველმა მისცა შესაბამისად მანდატი და ცხადია, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მათ შორის. ასე რომ, სწორი გადაწყვეტილებაა. სამწუხაროა, რომ მათ ხელი არ მოაწერეს ევროკავშირის მედიაციით მიღწეულ შეთანხმებას, თუმცა ვნახოთ, შესაძლოა, ამ გადაწყვეტილებასაც გადახედონ მომავალში. ჯერ არ ვიცით, საბოლოოდ როგორ ჩამოყალიბდებიან, რდგან როგორც ვიცით, შემოსვლასაც არ აპირებდნენ და საბოლოოდ მაინც გადაწყვიტეს, რომ პარლამენტში გააგრძელონ საქმიანობა»- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
Loading…