განცხადება/მიმართვა

“სამწუხაროა, რომ ამდენი წლის ​მანძილზე ვერ მოხერხდა ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება”

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით  სამწუხაროა, რომ ამდენი წლის მანძილზე ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება ვერ მოხერხდა.

„ის იყო რეფერენდუმის ინიციატორი, რომელიც დღემდე ძალიან კარგ სამართლებრივ საფუძველს უქმნის ჩვენს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ გამთლიანებას. ის იყო უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე და ჩვენი ვალია მის ხსოვნას სათანადო პატივი მივაგოთ. სამწუხაროა, რომ ამდენი წლის ​მანძილზე ვერ მოხერხდა საქმის გამოძიება, ამ გამოძიების ბოლომდე მიყვანა. ჩვენ არაერთგზის გავაკეთეთ განცხადება იმის თაობაზე, რომ ეს საქმე არის სასწრაფოდ ბოლომდე მისაყვანი,”

“სამართლებრივი ზომებიც მივიღეთ ამისთვის და კანონში შევიტანეთ სპეციალურად ცვლილება, რომელიც აძლევს გამოძიებას მეტ დროს ამ საქმის გამოძიებისათვის. შესაბამისად, არის სრული მხარდაჭერა ამ კუთხით სამართალდამცავი ორგანოების მიმართ და იმედი გვაქვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები საბოლოოდ მიიყვანენ ამ საქმეს სათანადო დასასრულამდე”, – განაცხადა პარმანეტის თავმჯდომარემ

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

საქართველოში კორონავირუსით დაავადებული წლისთავზე იმყოფებოდა

„ჩვენი ქვეყანა ანთებული გულით უნდა გვიყვარდეს, მაგარმ ცივი გონებით უნდა ვიმოქმედოთ“

“ეს მწარე გაკვეთილები მოევლინება ადამიანს რომ ის გონს მოვიდეს”-მეუფე შიო კორონავირუსზე

დატოვე კომენტარი