პოლიტიკა

სამუშაო ვიზიტით საქართველოს აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ეწვია

სამუშაო ვიზიტით საქართველოს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია. აეროპორტში მას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი დახვდნენ.

დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა. შეხვედრის შემდეგ კი გაკეთდება ერთობლივი განცხადება.

ილჰამ ალიევი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია.

მსგავსი პოსტები

რუსეთში 3 დღიანი საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა

roma sajaia

დონალდ ტუსკის მთავრობამ სეიმის ნდობა მიიღო

ამერიკის მეგობართა კლუბმა, ამერიკის ეროვნული დღესასწაული საზეიმო მიღებით აღნიშნა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი