სხვადასხვა

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების შეხვედრა უნგრეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლებთან

23 აპრილს სამოქალაქო საზოგადეობის წარმომადგენლები შეხვდნენ უნგრეთის რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ზოლტან ჰეიგს. არასამთავრობო ორგანიზაციებიდან აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ მანანა ანდღულაძე და ივერი მელაშვილი. შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მიხეილ სააკაშვილის განთავისუფლების საკითხზე და აღნიშნეს, რომ ეს აუცილებლად დროულად უნდა განხორციელდეს, ივერი მელაშვილმა აღნიშნა დეპოლარიზაცია შეუძლებელია აღმოიფხვრას სანამ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი პუტინის პირადი პატიმარია.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთის საელჩომდე მიხეილ სააკაშვილის საკითხზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეხვდნენ, ლატვიის, ბულგარეთის, რუმინეთის, ევროკავშირის, ნიდერლანდების სამეფოს, დანიის სამეფოს, იაპონიის საელჩოს და ნატოს სამოკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს, გაეროს წარმომადგენლობას საქართველოში აგრეთვე შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს, როგორც ივერი მელაშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, ისინი მომდევნო კვირაშიც განაგრძობენ მსგავს შეხვედრებს სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან.

მსგავსი პოსტები

ბათუმში ახალგაზრდა მუშა მშენებლობიდან გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა

“აზერბაიჯანმა დაიწყო გარეჯის კელიების დასუფთავება ჩვენს მონასტრებში…”განგაშის ზარი უნდა შემოკრას ეკლესიამ”-მამა ვიტალი

როგორია ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

roma sajaia

დატოვე კომენტარი