სხვადასხვა

სამკილომეტრიანი საავტობუსე ზოლი დაიხაზა რუსთაველის გამზირზე

რუსთაველის გამზირზე ავტობუსებისთვის განკუთვნილი სპეციალური ზოლი დაიხაზა, — ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ე.წ. ბასლეინის სიგრძე სამ კილომეტრს შეადგენს.

მიმდინარე წელს დედაქალაქში 20 კილომეტრის სიგრძის ავტობუსის ზოლი შეიქმნა. ამავე წელს ასევე, დაგეგმილია აღნიშნული მაჩვენებლის 60 კილომეტრამდე გაზრდა, რაც მთლიანი სატრანსპორტო დერეფნის დაახლოებით, ნახევარს შეადგენს.

ავტობუსის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის გამოყოფილი ზოლები უკვე დახაზულია ანჯაფარიძის, მელიქიშვილის, კოსტავას, პუშკინის, ბარათაშვილის, ალექსიძის, ვეკუას, ხიზანიშვილის, იონა ვაკელის, ჩოლოყაშვილის, კალანდაძის, კანდელაკის, შარტავასა და ვახტანგ გორგასალისა ქუჩებზე. ასევე, ჭავჭავაძის, პეკინის, აღმაშენებლის, რობაქიძის (ნაწილობრივ) გამზირებზე და ბარათაშვილის აღმართზე.

Loading…

მსგავსი პოსტები

ცხედარი იპოვეს თბილისის ზღვის ტერიტორიაზე

ქალაქ ბარის მერმა კორონავირუსის გამო დაცარიელებული ქუჩების დანახვისას ცრემლი ვერ შეიკავა (ვიდეო)

«@#ეზე მკიდია, შენ რას მეტყვი ქალთანაც ვიცხოვრებ, ოჯახიც მექნება (ვიდეო)

დატოვე კომენტარი