პოლიტიკა

«სამი წელია ასე იწყევლება…»-გახარია ივანიშვილს მიმართავს

საქართველოს ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებულ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს.

«სამი წელია ასე იწყევლება. ჯერ იყო წერილებიდან, შემდეგ ამ პატარა მშიშარა ბიჭების საშუალებით, ახლა თვითონ გამოვიდა და წყევლას აგრძელებს. ხანდახან გავიფიქრებ, მე მგონი, ივანიშვილი ფიქრობს, რომ მის წყევლას რაღაც მაგიური ძალა აქვს. სინამდვილეში, მაგიური ძალა კი არა, იმდენჯერ მოატყუა ხალხი და გუნდიც, რომ მის სიტყვასაც არანაირი ძალა არ აქვს! სწორედ ამიტომ, ამ წყევლას გააგრძელებს».

ჩემი მხრიდან, თუ მისი სურვილი იქნება, ნებისმიერ ფორმატში მზად ვარ დებატებისთვის: სამართლებრივად? — მისსავე სასამართლოში; პოლიტიკურად? — მისსავე მედია საშუალებების პლატფორმაზე; ქართულად? — ნებისმიერ ფორმატში, ნებისმიერი დამსწრის პირობებში. იმიტომ რომ ზუსტად ვიცი სამართლებრივადაც 100%-ით მართალი ვარ, პოლიტიკურადაც 100%-ით მართალი ვარ და, რაც მთავარია, ადამიანურად ვარ მართალი და ეს თვითონაც ძალიან კარგად იცის. საბოლოო ჯამში, ეს არის ქართული ტრადიციული წესი უთანხმოების მოგვარების ან ბრალდებების დადასტურების და ეს არის პოლიტიკის კეთების ევროპული სტანდარტიც.

ამიტომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეყოფა გამბედაობა და აღარ დაიმალება და ეს იქნება პასუხისმგებლობიანი პოლიტიკოსის ნაბიჯი»- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი პოსტები

საქართველოს დედაქალაქში იტალიის ეროვნული დღესასწაული აღინიშნა

Joni Kvaracxelia

4 რეგიონში ახალი სახელმწიფო რწმუნებულები დანიშნა

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი ჩაინიშნა

roma sajaia

დატოვე კომენტარი