გუშინ შემოიყვანეს სამი ქალბატონი ავარიის ადგილიდან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე არის კრიტიკული, — ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ორი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებულად მძიმეა.
„ორ დაშავებულს აღენიშნება უარყოფითი დინამიკა, განვითარდა შინაგანი სისხლდენა და პაციენტები სასწარაფოდ იქნენ შეყვანილი საოპერაციო ბლოკში და მიმდინარეობს ოპერაცია. მესამე ქალბატონის მდგომარეობა ამ ეტაპზე შედარებით სტაბილურია, თუმცა სამივე მათგანს აღენიშნება სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები“, — განაცხადა ლევან რატიანმა.
paqtebi.ge
Loading…