პოლიტიკა

სამთავრობო ცვლილებები გრძელდება

დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ პირველი სხდომა ჩაატარა სადაც ახალ გუნდს გააცნო ის სამთავრობო ცვლილებები, რომლებიც გატარდება. მას ორი ვიცეპრემიერი ეყოლება: მაია ცქიტიშვილი და თეა წულუკიანი.

პირველ რიგში მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს კაბინეტში დაბრუნებულ მინისტრებს-ვახტანგ გომელაურს და ირაკლი ღარიბაშვილს. ასევე მინდა გითხრათ, რომ კაბინეტში გვეყოლება ორი ვიცეპრემიერი, ერთი გახლავთ ქალბატონი მაია ცქიტიშვილი და მეორე გახლავთ თეა წულუკიანი. მოგეხსენებათ, ისინი ჩვენი გუნდის ძველი, გამოცდილი, ძლიერი წევრები არიან და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს. 

დღეს ნდობის გამოცხადების შემდეგ პირველი კვირაა, ამიტომ შევხვდით პარასკევს. ასევე მინდა, გითხრათ, რომ მთავრობის სხდომები იქნება ყოველ ხუთშაბათს, 10:00 საათზე და ვფიქრობ, ეს ყველასთვის მოსახერხებელი იქნება, მათ შორის მედიისთვის“, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

ასევე ცვლილებები განხორციელდება შემდეგ უწყებებში: საქართველოს დაზვერვის სამსახურს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ლევან იზორია უხელმძღვანელებს. დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი, დავით სუჯაშვილი კი თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. პოლკოვნიკი სუჯაშვილი ამ დრომდე დაზვერვის საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის მთავარი მრჩეველი იყო.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

რატომ გააუქმა სალომე ზურაბიშვილმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილი ვიზიტი?

აქციის მონაწილეები უკმაყოფილონი არიან მოლაპარაკებების შედეგებზე და დაშლას არ აპირებენ

15 სექტემბრიდან სკოლები გაიხსნება

დატოვე კომენტარი