სხვადასხვა

სამაჩაბლოში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილს ჯიბეში წერილი უპოვეს

არჩილ ტატუნაშვილის ჯიბეში ოკუპანტებმა გაცრეცილი ფურცელი იპოვეს ლექსით. ნაწერის ქვეშ სხვა ავტორია მითითებული და ქაღალდის სიძველიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, საერთაშორისო მისიის შესრულების დროს არის დაწერილი:

 

 

 

,,სისხლის გუბეში მარტოკა სხეულს
წვიმის წვეთები თითებს დაჰყვება

ჩამორეცხილი სისხლის წვეთები
ქართული მიწის ნაპრალს ჩაჰყვება

ვერ შეგვაჩერებს ტყვიების წვიმა
და ვერც სიკვდილი მომხვდურთა ხელით
ვდგევართ უდრეკად ბოლო წვეთამდე
სიკვდილსაც მხოლოდ ღიმილით ველით

თვალებს დავხუჭავთ ვაჟკაცურად ყველა
ახალგორს მაინც არავის მივცემთ
დავიხოცებით ჩვენ ვაჟკაცურად
რადგან მომავალს ერთობა მივცეთ

გადამწვარ ველზე დახუჭულ თვალებს
გადაეკვრება როდესაც ბინდი
ძმათა საფლავთან ნაომარ მხარეს
დარჩება გვამი, უცნობი ბევრის

ცინკის კუბოსთან როდესაც მოვა
თვალცრემლიანი მშობელი დედა
ვთხოვ, მწარე ცრემლით ნუ დამიტირებს
რადგან ვაჟკაცი ბრძოლაში კვდება“.

დიდება გმირებს!

 

მსგავსი პოსტები

“რასაც ვწერ თქვენს შვილებს და შვილი შვილებს წაუკითხეთ ახალი წლის ღამეს რამოდენიმე ადამიანმა ივანიშვილმა გოგაშვილმა…”-მალხაზ მაჩალიკაშვილი

სასაფლაოებთან დამწვარი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს-რა მოხდა ახმეტაში?

Joni Kvaracxelia

დღეიდან საქართველოში ამუშავდება რკინიგზა

დატოვე კომენტარი