საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
«მაისი ძალზე მნიშვნელოვანი თვეა კავკასიის რეგიონის ქვეყნებისთვის, დღეს დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს საქართველოს მეგობარი და მოძმე ქვეყანა – აზერბაიჯანი, ვულოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს ჩვენს მოძმე ერს – აზერბაიჯანელ ხალხს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დღეს», — განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა.
Loading…