სოცქსელი

სალომე ზურაბიშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 9 აპრილთან დაკავშირებით  “ფეისბუქზე” განცხადებას ავრცელებს:

„მგონი, რომ ვინც მიედ-მოედება და აქცენტს აკეთებს სხვადასხვა ვითომ “სკანდალურ” ამ დღის მოვლენებზე, როგორიც არის პროტოკოლის თანამშრომლის მიერ მესიჯის გაგზავნა დაცვის თანამშრომლისთვის, ან სვამს კითხვას: 9 აპრილის მემორიალიდან პანაშვიდის დასრულების შემდეგ, თუ რატომ გავყევი პატრიარქს და ამას “გაპარვად” აღიქვამს, ან კიდევ ჩემს შეცდომაზე (9 აპრილის დაღუპულთა სიის წაკითხვისას ერთი გვარის უნებლიეთ გამოტოვებისა) ამახვილებს მთელ ყურადღებას …. იმან, მთავარი ვერ გაიგო და ვერ გაიაზრა, რაც მოხდა დღეს: 28 წლის შემდეგ, სახელმწიფო დონეზე ზეიმით აღინიშნა დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმოწერა. უზენაესი საბჭოს ყველა წევრი მოწვეულ იქნა და მათი წვლილი – ზვიად გამსახურდიას მეთაურობით- დამოუკიდებლობის გამოცხადებაში აღიარებულ იქნა! ამითი შერიგების, ერთმანეთის პატივისცემის, ნდობის და საქართველოს გაერთიანებისკენ ერთი ნაბიჯი გადაიდგა!

“გაცოცხლებული 9 აპრილის ძალა არ დაიჩრდილება და არც შენელდება!“ – აღნიშნულია ზურაბიშვილის განცხადებაში.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

როგორ ჩამოვშალე და თავიდან ავაშენე პოლიცია საქართველოში- ამერიკის შეერტებულ შტატებს შეუძლია გააკეთოს იგივე

Joni Kvaracxelia

“ეს რომ ქვეყნის მოსახლეობაზე ნაწილდებოდეს თითეულ ოჯახს 3000 ლარი შეხვდებოდა”

roma sajaia

“მეუფე პეტრეს დაცვა სჭირდება, იმიტომ, რომ მას საფრთხე ემუქრება” – ჯაბა წულაძე

დატოვე კომენტარი