სხვადასხვა

სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, კონცერტების ციკლი დაიწყება

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში 1 აპრილიდან იწყება კონცერტების ციკლი ქართული მუსიკა ორბელიანების სასახლეში, რომელზეც ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებები შესრულდება. ინფორმაციას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კონცერტების მიზანია, როგორც ქართული მუსიკის პოპულარიზაცია, ასევე ახალგაზრდა, ნიჭიერი, უცნობი ავტორებისა და მუსიკოს-შემსრულებლების წახალისება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ კონსერვატორიის საორკესტრო სიმებიანი საკრავების, კამერული ანსამბლისა და კვარტეტის და კლავიშიანი საკრავების მიმართულების სტუდენტები.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ამერიკისდროშიანი ბაბუ 9 აპრილის მემორიალთან სცემეს (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

მარნეულის ცენტრში 17 წლის გოგონას თავზე ტომარა წამოაცვეს და გაიტაცეს-პოლიცია 7 საათია გატაცებულ გოგონას ეძებს (ვიდეო)

საუდის არაბეთში პირველ უფლებადამცველ ქალს სიკვდილით დასჯიან

დატოვე კომენტარი