განცხადებები

საკუთარი შვილების მკვლელ ერს, ღმერთი არასოდეს მისცემს ბედნიერებას — მეუფე შიო

გთავაზობთ მეუფე შიოს 8 მარტის ქადაგებას:

,,ღმერთი არასოდეს მისცემს იმ ერს ბედნიერებას და გამარჯვებას, რომელიც არის საკუთარი შვილების მკვლელი»

ჩვენ ხშირად გვესმის საუბარი აგრესიაზე, ძალადობაზე, ამას ვებრძვით, მაგრამ არცერთი ე.წ მებრძოლი არ ამბობს, რომ აბორტი აგრესიაა.
აბორტი არის ნატურალური ფაშიზმი. რომელ ჩხუბზე და დაჭრაზე ვლაპარაკობთ, როდესაც წელიწადში 40 000 ბავშვი იკვლება მარტო ჩვენ მიერ, ეს არაოფიციალურად.
თუ მივამატებთ ამას ქიმიურ აბორტებს, ეს ადის ასობით ათასზე.
სულიერად რომ შევხედოთ, ღმერთი არასდოდეს მისცემს იმ ერს ბედნიერებას და გამარჯვებას, რომელიც არის საკუთარი შვილების მკვლელი.
სანამ ეს არ გამოსწორდება, ჩვენ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, არაფერიც არ გამოსწორდება იმიტომ, რომ ჩვენ ჩვენს ბავშვებს ვკლავთ, ათობით და ასობით ათასს და ამას არ ვუწოდებთ აგრესიას, ესე იგი ვიცავთ ქალის უფლებას, ბავშვის უფლებას, მაგრამ არ ვიცავთ იმის უფლებას, რომ ბავშვი დაიბადოს, არ მოიკლას. ამაზე ხმას არავინ იღებს, არა?! რა არის ეს, თუ არა ორმაგი სტანდარტი და კითხვა იბადება, ვის აწყობს ეს? იქ რაღაც ფული კეთდება, როგორც ჩანს, და დიდი პარადიგმაა, მსოფლიო რაღაც მიმართულებაა, რომ ამაზე არ იფიქრო, ეს არ არის აგრესია, არ გაბედო თქმა იმიტომ, რომ ეს ქალის უფლებაა, რომ დაკუწოს საკუთარი შვილი დანით.
და აქ კიდევ თუ შეეხო ქმარი ცოლს, რა თმა უნდა, ესეც ამაზრზენია და ქმარი ცოლს თუ ცემს, ის არაკაცია, რა თქმა უნდა, და დასასჯელია, მაგრამ იქვე რატომ არ ამბობთ, რომ ეს (აბორტი) ვინც გააკეთა, ის უარესია, ის ნატურალური ფაშისტია. ნიურბერგის პროცესზე ამის გამო ხოცავდნენ და ახრჩობდნენ ადამიანებს და ჩვენ ამას ვაკეთებთ და მერე გვინდა, რომ რაღაც გამოსწორდეს ჩვენს ერში და აგრესია გამოსწორდეს.

როგორ უნდა გამოსწორდეს? როცა მთელი ერი ამით სცოდავს პრაქტიკულად. ახლა მარხვის პერიოდია და თუ ჩვენ ამას სინანულით არ შევხედეთ, თუ ჩვენ, როგორც ერმა ეს არ გამოვასწორეთ, ამაზე არ ვიყვირეთ სკოლაშიც, უფროსკლასებშიც, საზოგადოებაშიც, არაფერი გამოვა, ჩემი აზრით.

თქვენო უწმინდესობავ, თქვენ ხშირად ამბობდით, რომ სამღვდელოება აღარ უნდა იყოს მარტო ტაძრებში, ეს ძველ დროს იყო, საბჭოთა დროს, მღვდლებს აკრძალული ჰქონდათ გარეთ გასვლა და მისიონერობა. დღეს ის დროა, როდესაც ჩვენ ტაძრებიდან გავიდეთ, ვიქადაგოთ და ეს მისიონერობა გავაძლიეროთ. მე მგონია, რომ ერთ-ერთი გამოსავალი ესეც იქნება, ფსიქოლოგებთან ერთად, ფილოსოფოსებთან ერთად»-

პატრიარქის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო ( 08. 03. 2018)

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ექსპერტიზის დასკვნა: შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები სიკვდილის წინა ახლო პერიოდშია განვითარებული

roma sajaia

«რასაც გინდათ იმას აკეთებთ კიდე რაღა გინდათ?»-ქიბარ ხალვაში «რუსთავი2″»-ის ჟურნალისტს დაუპირისპირდა (ვიდეო)

«ჩვენ ყველა საბჭოთა გადმონაშთები ვართ» -ზურაბიშვილი

დატოვე კომენტარი