ხვალ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენაა. პარლამენტმა ცვლილებებს კენჭი მესამედ უნდა უყაროს. «ნაციონალურმა მოძრაობამ» დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობას არც ამჯერად არ მიიღებს და მათი მთავარი მოთხოვნა ისევ გიორგი რურუას გათავისუფლებაა.
იგივეა «ევროპული საქართველოს» პოზიცია, თუმცა დღეს პარტიას ახალი განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
მმართველი გუნდი კი დარწმუნებულია, რომ ხვალ ცვლილებებს დაამტკიცებს და ამისთვის საჭირო ხმები მოგროვდება.
Loading…