პოლიტიკა

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა დაასრულა

საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა დასრულდა. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის, მერაბ ტურავას განცხადებით, სასამართლოს პლენუმის დასკვნა პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში გადაეგზავნება. „ადვილი არ იყო სამი დღის განმავლობაში ამ პროცესის წარმართვა, მაგრამ როგორც იქნა, ყველა ეტაპი გავიარეთ და შესაბამისად, „17 — 97“ კონსტიტუციური წარდგინების განხილვა ამით დავასრულეთ. შესაბამისად, კონსტიტუციით დადგენილ ვადებში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დასკვნა გაეგზავნება, წარედგინება საქართველოს პარლამენტს“, — განაცხადა მერაბ ტურავამ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა 3 ოქტომბრიდან მიმდინარეობდა. საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლისგან შემდგარი პლენუმი განიხილავდა. თავად პრეზიდენტი პროცესებს არ დასწრებია. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ. წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი. მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.

მოამზადა გიგა გიგანმა და თამარ ქუთათელაძე

მსგავსი პოსტები

«ნიკა გვარამია, ვეღარ გააგრძელებს კომპანიაში საქმიანობას»-ქიბარ ხალვაში საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საჯარო რეესტრმა ნიკა გვარამია გადააყენა-გენერალურ დირექტორად პაატა სალია დაინიშნა

«ჩვენი ბედი არის ჩვენს ხელში, ნუ დავუშვებთ დაშვებულ შეცდომებს…»-ნათელაშვილი

roma sajaia

დატოვე კომენტარი