პროტესტი

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა პრეზიდენტის წინააღმდეგ მთავრობის სარჩელი განსახილველად მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა კონსტიტუციური სარჩელი «საქართველოს მთავრობა საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ» განსახილველად მიიღო.

სარჩელში სადავოდ არის გამხდარი საქართველოს ელჩებისა და დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელების დანიშვნისა და გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის უმოქმედობის კონსტიტუციასთან შესაბამისობა.

კერძოდ, 2022 წლის მარტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად შესთავაზა დავით ბაქრაძე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივი წარმომადგენლის, ხოლო კახა იმნაძე კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობებზე. ამავდროულად, საქართველოს მთავრობამ, მისი უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტს მიმართა წარდგინებით, კახა იმნაძის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მუდმივი წარმომადგენლის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის თაობაზე.

Loading…

მსგავსი პოსტები

ოპოზიციის წევრებმა ნიკა მელიას სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს

45 ადამიანი დაშავდა ლიბანში საპროტესტო აქციის დაშლისას

სოჭიდან წამოსულმა საკრუიზო ლაინერმა ბათუმის პორტი ხმაურისა და პროტესტის ფონზე დატოვა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი