სოცქსელი

«საინტერესოდ თქვა მერკელმა,რომ საქართველო მზად არის ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილებისთვის და იმაზე მეტად არის კიდევ მზად, ვიდრე სომხეთი»

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფეისბუქის გვერდზე გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა:

„ძალიან საინტერესოდ თქვა ევროპის დღევანდელმა ლიდერმა, ჩვენმა ძველმა პოლიტიკურმა პარტნიორმა და საქართველოს მეგობარმა მერკელმა, რომ საქართველო მზად არის ხელისუფლების დემოკრატიული ცვლილებისთვის და იმაზე მეტად არის კიდევ მზად, ვიდრე სომხეთი იყო და სომხეთში დაემხო პრორუსული რეჟიმი და ოლიგარქები მოაშორეს ხელისუფლებიდან სულ ცოტა ხნის წინ და მერკელის თქმით, საქართველოში ეს ბევრად უფრო შესაძლებელია.

მე ვფიქრობ, რომ ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ ყველა ხვდება, საქართველო უნდა გახდეს ღირსეული პარტნიორი მთელი მსოფლიოსთვის, მაგრამ პირველ რიგში მაგარი ადგილი საკუთარი მოქალაქეებისთვის, რათა ხალხი მასობრივად არ გარბოდეს.

დღევანდელი ეგრეთ წოდებული მთავრობა სტუმრის ფონზე გამოიყურებოდა ძალიან სამარცხვინოდ. არ შეიძლება საქართველოს ჰყავდეს ასეთი „ხელის ბიჭები“ და მათ ერქვათ მთავრობა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მერკელი შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს, ოპოზიციურ პრეზიდენტობის კანდიდატებს და არ შეხვდა მოღალატე ზურაბიშვილს, ესეც ნათელი გზავნილი იყო მთელი ევროპის. მე ვფიქრობ, ყველასთვის ყველაფერი გასაგებია და ახლა ჩვენმა ხალხმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება წლევანდელი წლის ოქტომბერში“,-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«თუ ცუდი სისტემა დამარცხდა, უარესში აღმოვჩნდით და განვითარების შანსები თითქმის არ დავიტოვეთ»-მამა პეტრე

«არც წავედი და არც წავალ აქედან არასდროს, ამიტომ ვიბრძოლებ სულ»-ნიკა გვარამია

«ეგომანიაკი…ეს უთავმოყვარეო ჯაყო! ქვეყნის მტერი»-ჩერგოლეიშვილი სააკაშვილს

roma sajaia

დატოვე კომენტარი